აპიზანი (ქიტოზანი)

ფუტკრის პროდუქცია

აპიზანი ფუტკრის არატრადიციული პროდუქტია. ის დაბალმოლეკულური ქიტოზანია და ფუტკრის ქიტინოვანი საფარისგანაა მიღებული. ფუტკრის ქიტინოვან საფარს დამცავი ფუნქცია აქვს, ის ფუტკრის შინაგან ორგანოებს სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებისაგან იცავს. დაბალმოლეკულური ქიტოზანის მრავალფეროვანი თვისებები მისი ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა. აპიზანს ადსორბირების, გაამწმენდი, აპკის წარმოქმნის და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს. აპიზანს გააჩნია დიფერენცირებული მოქმედების უნარი – სასარგებლო ნივთიერებების გვერდის ავლით ორგანიზმიდან გამოდევნის მხოლოდ მავნე ნივთიერებებს, არ ვნებს ორგანიზმს, ბიოლოგიურად შეთავსებადია ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან. აქვს წრფივი სტრუქტურა და ბიოლოგიურად მისაწვდომია ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედისთვის.
ფუტკრის ქიტოზანი ხელს უწყობს ქოლესტერინის რეგულაციას სისხლში. მაღალი ქოლესტერინი არის რისკ–ფაქტორი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის. ამცირებს მავნე ნივთიერებების შეწოვას, არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების საუკეთესო პრევენცია. ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, ხსნის სპაზმებს, განსაკუთრებით კაპილარებში. ააქტიურებს ჭრილობების შეხორცებას. საუკეთესო საშუალებაა წონის კორექციის პროგრამაში და ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. 

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies